Posts

ქალის მოდა 70-იანებში

Image
ქალის მოდა 70-იანებში 1970-იანი წლები არის პერიოდი, როდესაც მოდამ დაიწყო მრავალმხრივი განვითარება. ამ პერიოდში ქალებს ჰქონდათ თავისუფლება, ჩაეცვათ როგორც და რაც სურდათ.მოდა ვითარდებოდა მთელს მსოფლიოში,    ახალი  მოდური ტანსაცმელი  იქმნებოდა შეერთებულ შტატებშიც. ჩამოვთვალოთ 70-იანი წლების ჩაცმულობის რამდენიმე მოდური სტილი. სხვადასხვა საღამოებზე ქალები იცმევდნენ  გრძელ, საღამოს კაბებს ,  საღამოს შარვლებს  და  საღამოს „კომბინიზონებს“. დისკო-საღამოებზე გოგონები იცმევდნენ მოკლე შარვლებს  დამინი ქვედა ბოლოებს/კაბებს. აღმოსავლური ქამრიანი ხალათები 60-იანი წლების ჰიპებმა ჩამოაყალიბეს ჩაცმულობა, რომელიც ადრე არავის ენახა აღმოსავლეთში. ოდნავ მოგვიანებით, 70-იან წლებში  აღმოსავლური ქამრიანი ხალათები ,  კიმანოები ,  არაბული გრძელი კაბები,  აფრიკული და ინდური სტილი საკმაოდ აქტუალური იყო. ერთ-ერთი მოდური სტილი, რაც დიდი პოპულარობით სარგებლობდა 70-იან წლებში, იყო ქალების შარვალ-კოსტუმი(გაშლილ-ბოლოიანი, ფართო შარვლები...

მოდა

Image
მოდა   —  ტერმინი , რომელიც გამომსახველობის  გაბატონებულ მიმდინარეობას მიუთითებს, თუმცა ხშირად ასევე ასახავს გამოსახვის კერძო მანერას, სტილს, რომელიც ყველასთვის დამახასიათებელი არ არის. მასში ასევე ჩაქსოვილია იდეა, რომ მოდა უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე  კულტურა  ზოგადად. ტერმინები "მოდური" ან "მოდიდან გასული" გამოიყენება ვინმეზე ან რაიმეზე, რომელიც ექსპრესიის თანამედროვე პოპულარული მოდის ფარგლებში ჯდება. ტერმინს ხშირად დადებითი მნიშვნელობა ენიჭება და  სტილისა  და მომხიბვლელობის სინონიმია. თუმცა ხანდახან მოდას ნეგატიური მნიშვნელობაც აქვს, როგორც ყოფიერების და  მატერიალიზმის  სინონიმს. მოდა წარმოადგენს დროის განსაზღვრულ პერიოდში დამკვიდრებულ ტენდენციას გარკვეული საგნების ტარებისა, მათი ხმარებისა და ასევე მათი შექმნისა. ასეთი ტენდენცია როგორც წესი, დიდხანს არ გრძელდება. ის დროთა განმავლობაში საზოგადოებრივი პროცესების შედეგად ახალი მიმდინარეობითა და ტენდენციებით ნაცვლდება. ამიტომ მოდა იმ დროის წყობილებისა და იდეების გამოხატულებაა, რომელშიც...