მოდა
მოდა — ტერმინი, რომელიც გამომსახველობის გაბატონებულ მიმდინარეობას მიუთითებს, თუმცა ხშირად ასევე ასახავს გამოსახვის კერძო მანერას, სტილს, რომელიც ყველასთვის დამახასიათებელი არ არის. მასში ასევე ჩაქსოვილია იდეა, რომ მოდა უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე კულტურა ზოგადად. ტერმინები "მოდური" ან "მოდიდან გასული" გამოიყენება ვინმეზე ან რაიმეზე, რომელიც ექსპრესიის თანამედროვე პოპულარული მოდის ფარგლებში ჯდება. ტერმინს ხშირად დადებითი მნიშვნელობა ენიჭება და სტილისა და მომხიბვლელობის სინონიმია. თუმცა ხანდახან მოდას ნეგატიური მნიშვნელობაც აქვს, როგორც ყოფიერების და მატერიალიზმის სინონიმს.

2019 წლის მოდა: ფერი, ინდივიდუალურობა და მრავალფეროვნება. ამ სამ პრინციპს ეყრდნობიან
წელს წამყვანი დიზაინერები . ხასხასა ფერები, დიდი ზომის პალტოები, ფერადი კოლჰოტები და კუბოკრული
სამოსი, ყველაზე ხშირად ჭარბობდა მოდის კვირეუკებზე.
2019 წელი, ისევე როგორც წინა წლები, საკმაოდ მრავალფეროვანია მოდის კუთხით.
დიზაინერების თქმით, ამ წელს შეზღუდვები არ გვხვდება, რადგან აქტუალური იქნება კლასიკური და სპორტული სტილი, ასევე ამ ორი სტილის სინთეზიც.
ტრენდულია, დიდი ზომის ტანისამოსი. თუმცა, წინა წლისგან განსხვავებით ასეთ სამოსში აბსოლუტურად არ უნდა იკარგებოდეს ქალის სილუეტი.
"წელს დიდ კოსტუმებზე უკვე დაფიქსირებული იქნება წელი სხვადასხვა სახის ქამრებითა და აქსესუარებით," – ამბობენ დიზაინერები.
"წელს დიდ კოსტუმებზე უკვე დაფიქსირებული იქნება წელი სხვადასხვა სახის ქამრებითა და აქსესუარებით," – ამბობენ დიზაინერები.
2019 წელს მოდაში იქნება მწვანე, კენკრისფერი, ნაცრისფერი, ნარინჯისფერი, ყვითელი, ოქროფერი, წითელი და თეთრი.

Comments
Post a Comment