ქალის მოდა 70-იანებში

ქალის მოდა 70-იანებში
70s-Fashion-for-Young-Women11970-იანი წლები არის პერიოდი, როდესაც მოდამ დაიწყო მრავალმხრივი განვითარება. ამ პერიოდში ქალებს ჰქონდათ თავისუფლება, ჩაეცვათ როგორც და რაც სურდათ.მოდა ვითარდებოდა მთელს მსოფლიოში,  ახალი მოდური ტანსაცმელი იქმნებოდა შეერთებულ შტატებშიც. ჩამოვთვალოთ 70-იანი წლების ჩაცმულობის რამდენიმე მოდური სტილი.
საღამოს კომბინიზონი
Image 21სხვადასხვა საღამოებზე ქალები იცმევდნენ გრძელ, საღამოს კაბებსსაღამოს შარვლებს და საღამოს „კომბინიზონებს“.დისკო-საღამოებზე გოგონები იცმევდნენ მოკლე შარვლებს  დამინი ქვედა ბოლოებს/კაბებს.


აღმოსავლური ქამრიანი ხალათები

60-იანი წლების ჰიპებმა ჩამოაყალიბეს ჩაცმულობა, რომელიც ადრე არავის ენახა აღმოსავლეთში. ოდნავ მოგვიანებით, 70-იან წლებში აღმოსავლური ქამრიანი ხალათებიკიმანოებიარაბული გრძელი კაბები, აფრიკული და ინდური სტილი საკმაოდ აქტუალური იყო.
აღმოსავლური სტილი
ერთ-ერთი მოდური სტილი, რაც დიდი პოპულარობით სარგებლობდა 70-იან წლებში, იყო ქალების შარვალ-კოსტუმი(გაშლილ-ბოლოიანი, ფართო შარვლებით). ე.წ. „შლაქსები“ პოპულარული გახდა 1975 წლიდან. 70-იანი წლების ბოლოდან კი აქტუალური გახდა სწორი, ვიწრო შარვლები. 70-იანი წლების მოდური ფერი იყო მწვანე, კერძოდ:
  • ზურმუხტისფერი
  • ღია მწვანე(მწვანე ვაშლი)
  • მუქი მწვანე

ჰიპების სტილი

70-იანი წლები ასოცირდება ე.წ. „ფერად“ დეკადასთან-ჰიპების სტილთან. ამ სტილისთვის დამახასიათებელი იყო დიდფარფლებიანი ქუდები, გრძელი, სწორი თმები, ფერადი, ყვავილებიანი კაბები, ფეხსაცმელები მაღალ პლატფორმებზე.
ჰიპების სტილი
ჰიპების სტილი








ფეხსაცმელები

პლატფორმებიანი ფეხსაცმელები აუცილებლობას წარმოადგენდა 1970იანი წლების ჰიპებისთვის. პლატფორმის ლანჩების სისქე ჩვეულებრივ იყო 1-დან 4 სმ-მდე.. ხის ძირებიანი ფეხსაცმელებიც ძალიან პოპულარული იყო ლანჩების სიმსხვილისა და კომფორტულობის გამო.
ფეხსაცმელები პლატფორმებზე
ფეხსაცმელები პლატფორმებზე
ხის ლანჩებიანი ფეხსაცმელი

70-იანი წლებისთვის, ასევე პოპულარული იყო წვივზე მომდგარი მაღალ-ყელიანი ფეხსაცმელი (თითქმის მუხლამდე) საშუალო სიმაღლის/დაბალ ქუსლზე, ელვა შესაკრავით.  მსგავს ფეხსაცმელებს ძირითადად იცვამდნენ მინი ქვედა-ბოლოებთან და მოკლე კაბებთან. ფერების მიხედვით დიდი არჩევანი იყო ტყავის და პრიალა(ლაკის) ფეხსაცმელებისა.



აქსესუარები

თავზე შემოსაკრავი

70იანი წლების ჰიპების სტილის თავზე შემოსაკრავი  იყო მჭიდრო და შუბლზე მომდგარი, სადა, ერთ ფერში. მსგავს შემოსაკრავებს იყენებდნენ არ მხოლოდ ქალები, არამედ მამაკაცებიც.
ზოგიერთი შემოსაკრავი იმდენად სრიალა ქსოვილით იყო დამზადებული, რომ მარტივად იყო შესაძლებელი მისი მორგება. ზოგიერთი კი ტყავის თხელი ქსოვილით მზადდებოდა.
თუ მიდიხარ 70-იანი წლების ღონისძიებაზე, საკმაოდ მარტივია სახლის პირობებში დაამზადო თავზე შემოსაკრავი.
შემოსაკრავები(შუბლზე)






დიდ ფარფლებიანი ქუდი

ქუდები საკმაოდ მოდური იყო 70-იან წლებში, განსაკუთრებით დეკადის ადრეულ წლებში. ოდნავ მოგვიანებით კი, ყველაზე მოდურად ითვლებოდა დიდ ფარფლებიანი ქუდები. მსგავსი ქუდების მორგება შესაძლებელი იყო  ჯინსებთან და ასევე მოკლე ქვედა ბოლოებთან/კაბებთან..
1401










ყაისნაღით ნაქარგი ქუდები

70-იან წლებში ასევე არანაკლები პოპულარობით სარგებლობდა ყაისნაღით ნაქარგი ქუდები. ეს სტილი განსაკუთრებით პოპულარული იყო თინეიჯერებში და ახალგაზრდა ქალბატონებში.
ყაისნაღით ნაქარგი ქუდები



მზის სათვალეები

70იანი წლების მზის სათვალეები დიდად არ განსხვავდებოდა გვიანი 60-იანი წლების(ჰიპების ერა) მოდური სათვალეებისგან. ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი იყო პატარა და მრგვალი სათვალეები, მავთულის ჩარჩოთი(კარკასით).
ზოგიერთი ამ სათვალეებს ასაკოვანი ხალხის სათვალეს ეძახდა. მსგავსი სტილის სათვალეები მოდური გახდა ჯონ ლენონის გამო. ის ძალიან ხშირად(თითქმის ყოველთვის) იკეთებდა სათვალეებს და ასევე შუბლზე შემოსაკრავსაც.
ასაკოვანი ხალხის სტილის სათვალე



ვითარდებოდა რა დეკადა და გადიოდა რა წლები, გემოვნებაც შეიცვალა. 70იანი წლების შუა ხანაში, პატარა მრგვალმა სათვალეები ჩაანაცვლა ფართო, დიდმა სათვალეებმა. დიდი არჩევანი იყო ფერების მიხედვით.
დიდი სათვალეები






სამკაულები

70-იანი წლების სამკაული არ იყო ძვირი, თუმცა იყო გამორჩეული. დიდი პოპულარობით სარგებლობდა თავისუფლების სიმბოლო.
თავისუფლების სიმბოლო
თავისუფლების სიმბოლო
თავიდან, ეს სიმბოლო არ მზადდებოდა ძვირი მეტალით, თუმცა, მოგვიანებით დაიწყო ძვირფასი მეტალებით დამზადებაც.
თავისუფლების სიმბოლო





მოდური მაკიაჟი

70იან წლებში მოდური იყო გრძელი, ხელოვნური წამწამები, მუქი შავი „ლაინერი“, ცისფერი ჩრდილები და ტუჩსაცხი.


ხელოვნური წამწამები






ვარცხნილობა

60იან წლებში, ქალები იყენებდნენ თმის მოვლის სხვადასხვა საშუალებებს, მაგალითად როგორიცაა თმის დახვევის საშუალებები და სხვადასხვა „სპრეი“. 70იან წლებში კი ჰიპებმა ეს ტენდენცია შეცვალეს და მიმართეს ვარცხნილობის ისეთ სტილს, რომელსაც თმის ხშირი ვარცხნა და დაბანა არ დასჭირდებოდა.

გრძელი და ბუნებრივი ვარცხნილობა

მოდაში იყო გრძელი და სწორი თქმა. გოგონებს, რომელთაც არ ჰქონდათ სწორი თმა, მას ხელოვნურად ისწორებდნენ…იმისათვის, რომ ჰქონოდათ განსხვავებული სტილი და გარეგნობა, იყენებდნენ შუბლზე შემოსაკრავს. მოდური იყო ფერადი შემოსაკრავები.
გრძელი და სწორი თმა



























































































Comments

Popular posts from this blog

მოდა